დღეს - 12 სექ
ვიპ
ფინანსური დირექტორი / CFO
საზღვარგარეთი, უზბეკეთი, ტაშკენტი
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: რუსული
საერთაშორისო კომპანია რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში, ეძებს გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი შემდგომი განვითარებისა და ზრდის პროცესში.

სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი ( დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის ფინანსური, საბუღალტრო, საბიუჯეტო და ანგარიშგების მიმართულებების ხელმძღვანელობა;
  • ფინანსური გეგმების, ბიუჯეტების, პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და კონტროლი;
  • ფინანსური ანგარიშგების დროული და ხარისხიანი მომზადების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური აღრიცხვის, ასევე თვისა და წლის დახურვის პროცესების მართვა;
  • ფინანსური მოდელების მომზადება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზის განხორციელება;
  • ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალის, დაფინანსებისა და კომპანიის ფინანსური შედეგების მართვა;
  • საინვესტიციო ანალიზის, ბიზნესდაგეგმვისა და კორპორაციული ფინანსების სხვა მიმართულებების მხარდაჭერა;
  • ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
  • აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • უმაღლესი მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა.

განათლება და პროფესიული გამოცდილება
  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
  • მაღალ ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია CFO-ის, ფინანსური დირექტორის ან ფინანსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისგამოცდილება;
  • IFRS-ის ცოდნა;
  • კორპორაციული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შიდა კონტროლისა და ფინანსური მართვის პროცესების კარგი ცოდნა;
  • რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა.

პროფესიული და მენეჯერული უნარები
  • ძლიერი ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური მოდელირების უნარები;
  • კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ბიზნესისა და ფინანსური რისკების შეფასებისა და მართვის უნარი;
  • ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • მაღალი დონის ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მენეჯმენტისთვის მკაფიო ფინანსური რეკომენდაციების წარდგენის უნარი;
  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
  • რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად ეფექტიანად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
  • აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • უმაღლეს მენეჯმენტთან ეფექტიანად თანამშრომლობისა და კომპანიის ფინანსურ მიმართულებაზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი.
  • სამედიცინო, ჯანდაცვის, ლაბორატორიულ, ფარმაცევტულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები