დღეს - 15 სექ
სტანდარტი
მოძრავი მერჩენდაიზერი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსეულურ მარკეტებში.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 5 სამუშაო დღე
  • დასვენება: 2 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 – 1200 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე);
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი;
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის სისწორის კონტროლი;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Fbd2igS

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები