დღეს - 05 სექ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ გენერალური დირექტორის თანაშემწეს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები
- გენერალური დირექტორის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
- შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
- მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება;
- გენერალური დირექტორის მივლინებების ორგანიზება;
- პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით;
- პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით,
- ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
- ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა,
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-ს ტესტირებას, თარგმანს ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
