დღეს - 15 სექ
სტანდარტი
საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, აგლაძის ქ.
სამშენებლო მასალების მაღაზია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი სამშენებლო სამშენებლო მასალები
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
    სამშენებლო სამშენებლო მასალები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მაღაზია კმპ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე.

სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი/მაღაზია ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს.

ძირითადი მოვალეობები:
  • მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა;
  • მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
  • საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საწყობის მენეჯერის/ზედამხედველის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის კოორდინაციის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი დიდუბე
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატებს ვთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას მიუთითონ მათთვის სასურველი ანაზღაურების ოდენობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: cristaltd9@gmail.com
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
სამშენებლო
სამშენებლო მასალები
ნახვები
უნიკალური ნახვები