დღეს - 17 სექ
სტანდარტი
პროექტების კონსულტანტი
თბილისი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: rinox.renovation@gmail.com
ტელეფონი: +995 591800600
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო სამუშაოები, სხვა - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო სამუშაოები, სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სარემონტო კომპანია Rinox აცხადებს ვაკანსიას პროექტების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის სფეროს მიმართ.
პოზიცია მოიცავს პროექტის ბიუჯეტის შედგენასა და მართვას, მასალების შერჩევასა და შესყიდვების პროცესის კოორდინაციას, დამკვეთთან მუდმივ კომუნიკაციას და კომპანიის მიმდინარე პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
ჩვენ გთავაზობთ
- გამოცდილ და განვითარებად კომპანიაში დასაქმებას;
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- 2,000 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამშენებლო-სარემონტო ბაზრისა და მასალების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები
- დიზაინ-პროექტის მიხედვით შესაბამისი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის მასალების მოძიება და შერჩევა;
- პროექტის საბიუჯეტო ფაილის შედგენა;
- შერჩეული მასალებისა და მათი ღირებულების დამკვეთთან შეთანხმება;
- დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯების კონტროლი და ბიუჯეტის დაცვის უზრუნველყოფა;
- საბიუჯეტო ფაილის შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
- მომწოდებელ კომპანიებთან რეგულარული კომუნიკაცია და შეთავაზებების მოძიება;
- მასალების, პროდუქტებისა და ბაზარზე არსებული ახალი შეთავაზებების მუდმივი გაცნობა;
- შესყიდვების პროცესის კოორდინაცია და საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების ოპერატიული მართვა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: 2,000 ლარი — ფიქსირებული
სამუშაო საათები: 11:00–19:00
მდებარეობა: თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართებზე:
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა,
სამშენებლო სამუშაოები,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
