დღეს - 16 სექ
სტანდარტი
სტაჟიორი - სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმარება / საცალო საბანკო დაკრედიტების მიმართულებით
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმარება (საცალო საბანკო დაკრედიტების მიმართულებით)
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ჩვენ ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება.
შენ, როგორც სტაჟიორი :
- დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში;
- ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება;
- პროდუქტების შემოსავლიანობის, ხარჯებისა და სამოტივაციო სისტემების (Retail, Call, MSME) დეტალური ანალიზი;
- იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე;
- მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში.
კვალიფიკაცია
ეს სტაჟირება შენთვისაა, თუ:
- ხარ ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება;
- გხიბლავს პროცესების გაანალიზება და ავტომატიზაციის გზების მოძიება;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- ფლობ MS Office პროგრამებს (MS Excel/Word/PowerPoint) მაღალ დონეზე ;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BmWnQ
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
