დღეს - 16 სექ
სტარტი
გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
OBSIDIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი

ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს.
ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა;
  • არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა;
  • ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა;
  • კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა;
  • OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • დამატებითი სერვისების — გაყიდვა;
  • მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია;
  • გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა;
  • მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება;
  • წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;
  • OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული , სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ;
  • მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც:
  • არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას;
  • შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება;
  • თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება;
  • ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე;
  • ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას;
  • ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.

თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები