შემდეგი
დღეს - 16 სექ
სტანდარტი
საწარმოს მენეჯერი
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@biodiesel.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- ცხოველური ცხიმების შეგროვების, მიღების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესების მართვა;
- საწარმოო პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
- საწარმოო მარაგების, საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა;
- ტექნიკური და საწარმოო პროცესების გამართულობის კონტროლი;
- ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადების პროცესის ორგანიზება;
- შეფუთვის, დასაწყობებისა და დატვირთვის პროცესების კონტროლი;
- ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროცესებში კოორდინაცია;
- საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოების კონტროლი;
- პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება საწარმოს მუშაობის, შედეგებისა და საჭიროებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საწარმოს/წარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გადაწყვეტილების დროული მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- საოპერაციო პროცესების კონტროლისა და დაგეგმვის კარგი უნარები;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
- შესაბამის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ლიდერული უნარები;
- პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას კომპანიის საქმიანობაში;
- გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე), ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები