შემდეგი
დღეს - 17 სექ
სტარტი
მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: CV@BatumiOilTerminal.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
სრული ხარისხის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
სრული ხარისხის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: რუსული,ინგლისური
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილება
რეზიუმეების მიღების ვადა: 20.08.2026 – 20.09.2026
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო რეჟიმი: სრული სამუშაო განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება: შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი (ხარისხის მენეჯმენტი, საოპერაციო/საწარმოო მენეჯმენტი, ინოვაციური მენეჯმენტი, ტექნოლოგიების მართვა), ბიზნეს ადმინისტრირება ან სხვა მომიჯნავე მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან, ან არაპროფილური უმაღლესი განათლება და დამატებითი გადამზადება სპეციალური პროგრამით, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან მის-ს მართვის სფეროში საერთაშორისო ISO სტანდარტების შესაბამისად.
- მოთხოვნები ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ: ISO სერიის მართვის ინტეგრირებული სისტემის (შიდა აუდიტორის) მოქმედი სერტიფიკატი.
- მუშაობის საერთო სტაჟი: არანაკლებ 5 წელი.
- სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: მის-ის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი.
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი.
სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ცოდნა და უნარები
აუცილებელი ცოდნა:
- საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები და სხვა დოკუმენტები ხარისხის მართვის, სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის სფეროში;
- ნავთობპროდუქტების გადატვირთვის, ტექნიკური რეგლამენტირების, შიდა პროცესების მართვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში გამოყენებისთვის დაშვებული უწყებათაშორისი სტანდარტების მოთხოვნები;
- ბიზნეს-პროცესების აგებისა და მოდელირების, ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, პროცესების ბლოკ-სქემების აგების წესები პროცესზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით;
- მართვის სისტემების შიდა აუდიტების ჩატარების წესები, შიდა აუდიტების პროგრამის შედგენის, საზოგადოების ბიზნეს-პროცესების შეფასების მეთოდოლოგია;
- საქმიანი ურთიერთობის ეთიკა.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- ინფორმაციული მასალების სისტემატიზაციისა და მომზადების უნარი;
- კონფლიქტების მოგვარების, პიროვნებათშორისი ურთიერთობების ფორმირების და დაქვემდებარებულების ქცევის მოტივაციის განსაზღვრის უნარები;
- გამოსაყენებელ ნორმატიულ მოთხოვნებთან (კანონები, სტანდარტები, რეგლამენტები, ტექნიკური პირობები) მუშაობის და მათი მუშაობაში გამოყენების უნარი;
- მმართველობითი საქმიანობის დაგეგმვის;
- ამოცანების გადაჭრის სისტემური მიდგომის;
- კონტროლის განხორციელების უნარი;
- პროცესზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით შიდა დოკუმენტების შემუშავების უნარი;
- პროცესების მოდელირების, შეცდომების დიაგრამების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დიაგრამების, სამუშაო პროცესის სქემების, პროცესების რუკებისა და ბლოკ-სქემების, ფუნქციონალური ბლოკ-სქემების აგების უნარი კომპიუტერულ პროგრამებში;
- საფრთხეებისა და რისკების შეფასების, ანალიტიკური მატრიცების შედგენის უნარი;
- თემატური გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავება საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დამტკიცებული შიდა დოკუმენტების გათვალისწინებით;
- სწავლების/შიდა ქოუჩინგის ტექნიკური საშუალებების გამოყენების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ვიზუალური საშუალებების გამოყენების უნარები;
- კომპიუტერულ Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის უნარები (Word, Excel, Publisher, Microsoft Project, Microsoft Power Point, Visio), Adobe-ს პროდუქტებთან მუშაობის ჩათვლით;
- ენების ცოდნის უნარები: ქართული ენა – C2 (სრულყოფილად), რუსული – არანაკლებ B2 (მაღალი საშუალო), ინგლისური – არანაკლებ B1 (საშუალო);
- ინგლისურ და რუსულ ენებზე API, ASTM, ISO ტექნიკური სტანდარტების კითხვისა და გაგების უნარები.
თანამდებობის მიზანი:
- საზოგადოებაში მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების, დანერგვის, შენარჩუნების, მუდმივი გაუმჯობესების, საერთაშორისო ISO სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიცირების უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.
- საზოგადოების საგამოცდო ლაბორატორიების მართვის სისტემების აკრედიტაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, რომელიც ადგენს ზოგად მოთხოვნებს ლაბორატორიების კომპეტენტურობის, მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრული მუშაობის მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
- თავისი თანამდებობის მიზნების მისაღწევად მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი ასრულებს შემდეგ თანამდებობრივ მოვალეობებს:
- ახორციელებს განყოფილების ხელმძღვანელობას, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ დასაქმებულებს შორის;
- მის-ის დანერგვის, შენარჩუნების, მუდმივი გაუმჯობესების, სერტიფიცირებისა და საზოგადოების ლაბორატორიების აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში:
- განსაზღვრავს საზოგადოების მის-ის დოკუმენტების საჭიროებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი სტანდარტების, დაინტერესებული მხარეების (სტეიკჰოლდერების) მოთხოვნების გათვალისწინებით;
- გეგმავს, აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს საზოგადოების სერტიფიცირების ჩატარებას;
- დამოუკიდებლად და/ან საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მონაწილეობით შეიმუშავებს საზოგადოების შიდა დოკუმენტების პროექტებს, პროცესების ბლოკ-სქემებს, ჩანაწერების ფორმებს/შაბლონებს მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს პროცესების სტანდარტიზაციას, ვერიფიკაციასა და ვალიდაციას;
- უზრუნველყოფს მის-ის დოკუმენტების ცენტრალიზებულ მართვას დოკუმენტის სასიცოცხლო ციკლის მთელ მანძილზე;
- განსაზღვრავს საზოგადოებაში გამოსაყენებელ მოქმედ საკანონმდებლო აქტებს, საერთაშორისო და უწყებათაშორის სტანდარტებს;
- ორგანიზებას უწევს და ატარებს შიდა ტრენინგებს, პერსონალის სწავლებას;
- ამუშავებს თემატურ გეგმებსა და სასწავლო პროგრამებს, არჩევს სალექციო მასალას, ამზადებს სასწავლო პრეზენტაციებს;
- ამზადებს საგამოცდო საკითხებს მიღებული ცოდნის შესაფასებლად;
- ატარებს საზოგადოების პროცესებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების შიდა აუდიტებს. ამასთან, ადგენს შიდა აუდიტების გრაფიკებს, ჩატარებული აუდიტების ანგარიშებს, განსაზღვრავს შეუსაბამობების მიზეზებს; საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად ადგენს მაკორექტირებელი ღონიძიებების გეგმას;
- აანალიზებს მის-ის პროცესებს, ამზადებს წინადადებებს პროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;
- ახორციელებს საწარმოო პერსონალის მზადყოფნის შეფასებას ცვლილებებისთვის, ბარიერების გამოვლენას, ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით უკუკავშირის შეგროვების ორგანიზებას, ღონისძიებების პროგრამის შემუშავებასა და რეალიზაციას საწარმოო პერსონალისთვის ცვლილებებიდან მიღებული ღირებულების გასაცნობად;
- განსაზღვრავს საზოგადოების აკრედიტებული ლაბორატორიების დოკუმენტების საჭიროებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის სქემების, სსტ ISO/IEC 17025 სტანდარტის მოთხოვნების, მეტროლოგიის, გაზომვების ერთიანობის, საზომი საშუალებების შემოწმებისა და კალიბრაციის, ნიმუშების აღების, ტესტირებისა და გაზომვების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომიტეტების (EA, ILAC, IAF, OIML, BIPM, COOMET, PTB და ა.შ.) მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შეიმუშავებს ხარისხის მართვის სისტემების შესახებ ცალკეულ დოკუმენტების პაკეტებს საზოგადოების თითოეული აკრედიტებული ლაბორატორიისთვის;
- ორგანიზებას უწევს ლაბორატორებთაშორისო შედარებითი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) პროცესს: ტესტირების შესაბამისი პროვაიდერების (შემდგომში – პროვაიდერი) მოძიება საქართველოში და ევროპაში, ტესტირებებში მონაწილეობის მიღების გრაფიკების შედგენა, პროვაიდერებთან ურთიერთობა პროგრამების შერჩევის საკითხებზე, ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება და საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის ინფორმირება საზოგადოების აკრედიტებული ლაბორატორიების ტესტირებებში მონაწილეობის შედეგების შესახებ მათი ტექნიკური კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით;
- ორგანიზებას უწევს საზოგადოების მის სერტიფიცირების აუდიტების (ყოველწლიური ზედამხედველობის და რე-სერტიფიცირების) და საზოგადოების ლაბორატორიების აკრედიტაციის აუდიტების (ყოველწლიური შეფასებებისა და განმეორებითი აკრედიტაციის შეფასებების) დროულად ჩატარებას.
- მონაწილეობს საზოგადოების ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში ადმინისტრირებად ხარჯების მუხლებთან დაკავშირებით.
- მონაწილეობს საზოგადოების კომისიების მუშაობაში განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში.
- თავად იცავს და უზრუნველყოფს დაქვემდებარებული დასაქმებულების მიერ საზოგადოების შრომის შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულების, კოლექტიური ხელშეკრულების, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი წესების დაცვას, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის დოკუმენტების წესების შესრულებას.
- ხელს უწყობს შიდა აუდიტის ჩატარებას, უზრუნველყოფს შემდგომ ქმედებებს (მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ჩათვლით).
შრომის პირობები
- შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
- სამედიცინო დაზღვევა: თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია, საოჯახო სადაზღვევო პაკეტი თანამშრომლის მიერ იფარება შეღავათიანი პირობებით.
- სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
- სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. №4გ.
- ხელშეკრულების ფორმა: წერილობითი ფორმით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაცდელი ვადის გათვალისწინებით.
- დასაქმებულის უფლებები
- შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებული სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
- კომპანია ახორციელებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ისე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
დოკუმენტების მიღების წესი
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
CV@BatumiOilTerminal.com ან aroshidzet@batumioilterminal.com
წერილის თემის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
რეზიუმეს (CV) ფორმა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გიხდით მადლობას ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
სრული ხარისხის მენეჯმენტი,
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი,
ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა
ნახვები
უნიკალური ნახვები