დღეს - 17 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება ინჟინერია ელექტრო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, საავტომობილო ინჟინერია ავტო-მოტო ავტო-მოტო სერვისი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება ინჟინერიაელექტრო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, საავტომობილო ინჟინერია ავტო-მოტოავტო-მოტო სერვისი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/MINI-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00
ტექნიკური ტრენერი პასუხისმგებელია კომპანიის მასშტაბით ტექნიკური ტრენინგის პროგრამების შემუშავებაზე და ჩატარებაზე. პოზიცია მოიცავს ტრენინგების ჩატარებას როგორც ტექნიკურ პერსონალისთვის, ისე კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროდუქტის ტექნიკური ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური ტრენინგების ჩატარება სერვისის, მ.შ. სამღებრო-სათუნუქე უბნის, ტექნიკოსებისთვის და სახელოსნოს სხვა პერსონალისთვის.
- ტექნიკური ცნობიერებისა და პროდუქტის ტრენინგების ჩატარება კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის (მაგ., სერვისის მრჩევლებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, ქოლ-ცენტრის პერსონალისთვის, ა.შ.).
- ტექნიკური პერსონალის მოზადება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და მწარმოებლის/ბრენდის სერტიფიცირებისთვის.
- ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერთან და ტექნიკური ტრენინგების მენეჯერთან ერთად წლიური ტექნიკური ტრენინგის კალენდარის დაგეგმვა და მართვა.
- ტრენინგის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
- ახალი ტექნიკური პერსონალის ინტეგრაციის (Onboarding) მხარდაჭერა პირველადი (Induction) ტრენინგის მეშვეობით.
- იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ტრენინგი შეესაბამებოდეს მწარმოებლის სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- განათლება ელექტრო- ან მექანიკური ინჟინერიის დარგში.
- ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
- ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერით, ისე ზეპირად).
- ავტომობილების ტექნიკური სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
- თანამშრომელთა ტექნიკური კვალიფიკაციის გამოცდებისა და სერტიფიცირების პროცესებისთვის მომზადების გამოცდილება.
- პრეზენტაციის, ფასილიტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
- საოფისე/საპრეზენტაციო სტანდარტული პროგრამების ფლობა
სასურველი კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- მწარმოებლის/ბრენდის მიერ მინიჭებული ტექნიკური ტრენერის სერტიფიცირება/აკრედიტაცია.
- ტრენერის სერტიფიკატი ან აკრედიტაცია (მაგ., ზრდასრულთა ტრენინგის/ტრენერთა ტრენინგის აღიარებული კვალიფიკაცია).
- ავტორიზებულ ავტოდილერთა ქსელში ან იმპორტიორთან მუშაობის გამოცდილება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ru6VB6Vb
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია,
მექანიკური ინჟინერია,
საავტომობილო ინჟინერია
ავტო-მოტო
ავტო-მოტო სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები
