დღეს - 17 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან HR სპეციალისტს, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა, თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების კოორდინაცია და HR ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი( ორშაბათი–პარასკევი);
სამუშაო საათები: 10:00–18:00;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დ. სარაჯიშვილის გამზირი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საკადრო საჭიროებების განსაზღვრა შესაბამის მენეჯერებთან თანამშრომლობით;
- ვაკანსიების მომზადება და შესაბამის არხებში განთავსება;
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა — კანდიდატის მოძიებიდან შერჩევისა და დასაქმების ეტაპამდე;
- რეზიუმეების გადარჩევა და პირველადი გასაუბრებების ჩატარება;
- შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი მენეჯერების გასაუბრებების კოორდინაცია;
- კანდიდატებთან კომუნიკაცია და კანდიდატთა ბაზის წარმოება;
- Onboarding/Offboarding პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
- თანამშრომელთა მონაცემების სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა;
- HR სისტემის — SELF-ის ადმინისტრირება;
- თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HR/Recruitment მიმართულებით მინიმუმ 2- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Onboarding/Offboarding პროცესების ცოდნა;
- HR დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- HR სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და გასაუბრების ჩატარების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროაქტიულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას.
უპირატესობად ჩაითვლება: Retail / HoReCa / FMCG / Distribution სფეროში ან მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge ; ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
