დღეს - 19 სექ
სტარტი
ეპიდემიოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vakansia@vbc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ეპიდემიოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
ეპიდემიოლოგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს კლინიკის ეპიდემიოლოგის ვაკანსიას
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შიდა სტანდარტების შედგენა, კლინიკაში დანერგვა და მონიტორინგი;
- უსაფრთხოების ზომების შემუშავება, მკურნალობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;
- პერსონალის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური, დეზინფექციისა და სტერილიზაციის ნორმების დაცვის რეგულარული კონტროლი;
- ინფექციის გავრცელების ეჭვის ან დაფიქსირების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება და ლოკალიზაციის მიზნით სასწრაფო რეაგირება;
- პერსონალის უწყვეტი სწავლების სისტემაში, ინფექციის კონტროლის საკითხების ჩართვა;
- გადამდებ დაავადებების დიაგნოზის დადგენის ან ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მარეგულირებელ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია;
- სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
- სეზონური გრიპის აცრების ჩატარება;
- C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო პერსონალის სკრინინგით მოცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სუბკვალიფიკაცია ეპიდემიოლოგიაში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 3 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ საფოსტო მისამართზე: : vakansia@vbc.ge
შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია - რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.
თუ გსურთ, რომ შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;
ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ თქვენს დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. აგრეთვე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
სამედიცინო
ეპიდემიოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
