დღეს - 20 სექ
სტანდარტი
სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@tmcgeorgia.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
აუდიტორული კომპანია TMC აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში
სტაჟირების პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნონ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას.
სტაჟირების ფარგლებში შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან მიმდინარე სამუშაო პროცესებში და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით შეიძენენ შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Word, Excel;
- ინგლისურ ან/და რუსული ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
აუდიტორული კომპანია TMC დაინტერესებულია მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატებით, რომლებსაც სურთ პროფესიული კარიერის დაწყება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
უფასო სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე. წარმატებულ კანდიდატებს შანსი ეძლევათ გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
- CV-ის განხილვა;
- გასაუბრება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@tmcgeorgia.com
ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: „სტაჟირება – ბუღალტერია“.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
