დღეს - 04 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
სამშენებლო კომპანია „Construction Service“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: cs.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და შედეგების პერიოდული ანალიზი;
- ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების მომზადება;
- დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარება და გადახრების ანალიზი;
- სამშენებლო პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
- პროექტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- საოპერაციო ხარჯებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
- წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი;
- ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების მომზადება;
- ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
- ფინანსური შედეგებისა და ანალიზის მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
- ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის, ფინანსური კონტროლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფინანსური ფუნქციების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება)
- ფინანსური ანგარიშგებებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ცოდნა;
- ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა;
- ფინანსური მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.“ფინანსური ანალიტიკოსი”
ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან,თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
