დღეს - 22 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
„Element Fit-Out“-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ხედვას. 2025 წელს დაარსებულმა კომპანიამ მოკლე დროში შეძლო ბაზარზე სანდო და პროფესიონალი პარტნიორის პოზიციის დამკვიდრება.
კომპანია მომხმარებლებს სრულ, კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს — კონცეფციის შექმნიდან და პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინისა და მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების სრულად განხორციელების ჩათვლით. „Element Fit-Out“-ის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის შესრულებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაციით.
ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, რომელიც პროექტების მენეჯერის პოზიციას დაიკავებს.
„Element Fit-Out აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების/Fit-Out პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- Fit-Out და შიდა სარემონტო პროექტების სრული მართვა — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე;
- პროექტის სამუშაოების ორგანიზება და ვადების, ბიუჯეტის, ხარისხისა და რესურსების ეფექტური მართვა;
- სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- შიდა სარემონტო, Fit-Out და საინჟინრო სამუშაოების კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის მიმდინარეობისას წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- დამკვეთთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენციისა და მართვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
- ადამიანური რესურსების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის შესაბამისი კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- რეგულარულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- პროექტის ფარგლებში საჭირო პროფესიული რეკომენდაციების გაცემა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- პროექტის დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ბიუჯეტისა და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით განხორციელებისა და ჩაბარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad,Revit);
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კრეატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ef.ge 2026 წლის 24 სექტემბრამდე
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი განაცხადი.
თქვენი CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Element Fit-Out LLC დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
