დღეს - 24 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრო-მოწყობილობებისა და ელექტრო-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მონტაჟი, პარამეტრების შემოწმება და ნორმაში მოყვანა;
- სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მატერიალური ფასეულობების გადაადგილების უზრუნველყოფა, მასალების აღრიცხვის წარმოება, მოთხოვნა და დანახარჯების კონტროლი;
- დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილი კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: საბურთალო;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dL8V9qKc
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
