შემდეგი
დღეს - 04 სექ
ვიპ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
სამკაულების საცალო ქსელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ngconsultservice@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საცალო გაყიდვები, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 1400(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
სამკაულების საცალო ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსია განკუთვნილია მათთვის ვისაც უნდა სრული ცვლით ან ნახევარ-ცვლაში მუშაობა.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. მოლებში განთავსებული სტენდებისთვის, კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ სხვა კონსულტანტებთან ცვლაში შეთანხმებისამებრ. გრაფიკის მოქნილობა მორგებულია სტუდენტებზეც.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. მოლებში განთავსებული სტენდებისთვის, კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ სხვა კონსულტანტებთან ცვლაში შეთანხმებისამებრ. გრაფიკის მოქნილობა მორგებულია სტუდენტებზეც.
სამუშაო ადგილი:
- სითი მოლი საბურთალო
- გალერია თბილისი
- თბილისი მოლი (დიღომი)
სამუშაო მოვალეობების აღწერა:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და სრული ინფორმაციის მიწოდება
- პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
- პროდუქციის განთავსება, წესრიგის შენარჩუნება
- პროგრამაში რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანა, სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი
- პროდუქციის მარაგების კონტროლი
- სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
- საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
- სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული უნარები
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილს წარმოადგენს სტენდი სავაჭრო მოლში. სტენდის სამუშაო საათებია ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 22:00მდე.
- ცვლების განაწილება ხდება კონსულტანტებს შორის. ასევე შესაძლებელია კვირაში მხოლოდ ორი ან სამი დღე მუშაობაც (შეთანხმებისამებრ).
- ყოველთვიური ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურებაა 1200-1400 ლარის ოდენობით გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან. საშუალოდ ხელფასი და ბონუსი ჯამში 1500-1700 ლარის გამომუშავების პერსპექტივით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
საცალო გაყიდვები,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები