დღეს - 29 სექ
სტანდარტი
იურისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@giec.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში.
არსებითი პირობები:
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
პროფესიული ცოდნა:
ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული პროგრამები:
პიროვნული მახასიათებლები:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@giec.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის ტექსტი; ასევე გთხოვთ გაგვიზიარეთ სახელფასო მოლოდინი.განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათაო ოფისი
- სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ, შესვენება 1 საათი
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებების შედგენა, ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი;
- სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მათ შორის, არსებულ და სავარაუდო სასამართლო დავებთან დაკავშირებით;
- მინდობილობების, ბრძანებების, პროცედურების შედგენა/ექსპერტიზა;
- კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება და ვიზირება;
- შემოსული სარჩელებისა და საჩივრების სამართლებრივი ანალიზი და ზოგ შემთხვევაში შესაგებლის მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება;
- სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
- ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;
- ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისთვის;
- ბანკებთან ურთიერთობა/ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა/მოლაპარაკებები დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით;
- ენერგო რეგულაციების მონიტორინგი, ელექტროენერგიის ხელშეკრულებები;
- კომპანიის სადამფუძნებლოს დოკუმენტაციის მომზადება (წესდება/კრების ოქმი);
- კოპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი განათლება - უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი)
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ან შესაბამისი საკვალიფიკაციო სერთიფიკატი.
- გამოცდილება - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო/ბიზნეს და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
პროფესიული ცოდნა:
- „საქართველოს კონსტიტუცია“;
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
- “საქართველოს შრომის კოდექსი“;
ცოდნა და უნარები:
- რუსული და ინგლისური ენები;
კომპიუტერული პროგრამები:
- MS Office;
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ადაპტაციის უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@giec.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის ტექსტი; ასევე გთხოვთ გაგვიზიარეთ სახელფასო მოლოდინი.განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
