დღეს - 01 ოქტ
სტარტი
ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ქვედა სალიბაური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577251033

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) სოციალური მედია მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი საზღვაო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 5 წლამდე
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • საგანმანათლებლო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
HELIOS SHIPPING-ი აცხადებს ვაკანსიას: ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი

ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კრეატიულ ოფის-მენეჯერს / SMM ადმინისტრატორს, რომელიც შეავსებს ჩვენს ოფისს პოზიტივით და იზრუნებს ადმინისტრაციულ პროცესებზე!

ძირითადი მოვალეობები:

ადმინისტრაციული ნაწილი:
  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ორგანიზება;
  • სტუმრების მიღება და მათთან კომუნიკაცია;
  • შემოსული ზარების, ელ.ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
  • ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა მასალების შეკვეთა/მარაგების კონტროლი;
  • ხელმძღვანელობის ასისტენტირება და მიმდინარე დავალებების შესრულება.
  • ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი, მათ შორის სამუშაო სივრცეების, შეხვედრების ოთახისა და კაბინეტების;
  • საჭიროების შემთხვევაში, დასუფთავების პერსონალთან კომუნიკაცია და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია;

SMM და მარკეტინგული ნაწილი:
  • კომპანიის სოციალური ქსელების მართვა და განვითარება;
  • კონტენტ-გეგმის შემუშავება, პოსტებისა და სტორების მომზადება (ტექსტი, ფოტო/ვიდეო);
  • კომპანიის სერვისების/პროდუქტების პოპულარიზაცია და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა;
  • მომხმარებელთა შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხი.

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ოფის-მენეჯმენტი ან SMM/მარკეტინგი) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.

რას გთავაზობთ:
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება გამოცდილების მიხედვით);
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი(10:00 - 19:00), შესვენება (13:00-14:00)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: office@hncrewing.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი“
დაგვიკავშირდით: +995577251033
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედია მარკეტინგი,
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები