დღეს - 02 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, ოპერატიული ზედამხედველობა, უნივერსალური საბანკო მომსახურება, სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, ოპერატიული ზედამხედველობა, უნივერსალური საბანკო მომსახურება, სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, სხვა, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი
- ენები: ქართული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება
მოქმედების ვადა: 14/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 14/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში, ვეძებთ - მიმართულების ლიდერს!
პოზიციის მიზანია პარტნიორ მერჩანტებზე დაფუძნებული მომხმარებლის ღირებულებითი შეთავაზების (customer value proposition) დიზაინი, განვითარება და მართვა.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და არქიტექტურა
- მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით მერჩანტებზე დაფუძნებული ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და მისი განვითარების გზამკვლევის შემუშავება.
- სარგებლების არქიტექტურის აგება: მუდმივი ფასდაკლებები, კატეგორიული ქეშბექი, პარტნიორული პრივილეგიები, co-branded შეთავაზებები, განვადებისა და საკომისიო სარგებლის მექანიკები.
- შეთავაზების პოზიციონირება და დიფერენციაცია
- შეთავაზების ეკონომიკის მართვა: სარგებლის თვითღირებულების შედარება მოსალოდნელ შემოსავალთან (ბრუნვა, საკომისიო შემოსავალი, აქტიურობა, შენარჩუნება).
- შეთავაზების ჰარმონიზაცია სხვა პროდუქტებთან და ლოიალობის პროგრამასთან, დუბლირებისა და კანიბალიზაციის თავიდან აცილებით.
პარტნიორული ეკოსისტემის მართვა
- სტრატეგიული პარტნიორი მერჩანტების შერჩევა ისე, რომ დაფარულ იქნას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ხარჯვის ყველა ძირითადი კატეგორია.
- გრძელვადიანი, სტრუქტურული პარტნიორობების აგება ერთჯერადი აქციების ნაცვლად; ექსკლუზიური სარგებლების მოლაპარაკება.
- co-branded და co-marketing ინიციატივების ინიცირება და მართვა.
- პარტნიორული პორტფელის დაფარვის რეგულარული ანალიზი — სად აქვს შეთავაზებას ხარვეზი და რომელი კატეგორია საჭიროებს გაძლიერებას.
მომხმარებლის კვლევა
- სამომხმარებლო კვლევის (რაოდენობრივი და თვისებრივი) ინიცირება სარგებლების პრიორიტეტების დასადგენად.
- კონკურენტების ღირებულებითი შეთავაზებების სისტემატური ბენჩმარკინგი და უპირატესობის წყაროების იდენტიფიცირება.
- სარგებლის აღქმის ტესტირება დანერგვამდე; შედეგების ასახვა საბოლოო დიზაინში.
შეთავაზების სასიცოცხლო ციკლის მართვა
- შეთავაზების დანერგვის სრული ციკლის მართვა: კონცეფცია → ბიზნეს-ქეისი → შეთანხმება → დანერგვა → კომუნიკაცია → შედეგის შეფასება.
- სარგებლების გამოყენების რეგულარული ანალიზი; დაბალეფექტიანი ან ეკონომიკურად გაუმართლებელი სარგებლის გადახედვა ან გაუქმება.
- შეთავაზების პირობების (T&C), მომხმარებელთან კომუნიკაციისა და არხებში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა.
- დიჯითალურ, მარკეტინგის, CVM და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია დანერგვის ვადებისა და ხარისხის დასაცავად.
ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართულობა
- ლოიალობისა და შეთავაზებების პლატფორმაზე სარგებლის მექანიკის აწყობა — წესების, პირობებისა და დარიცხვის ლოგიკის განსაზღვრა ტექნიკურად კონფიგურირებად ფორმატში.
- ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირება და დოკუმენტირება ტექნიკური და პლატფორმის გუნდებისთვის, მოთხოვნის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის მკაფიო აღწერით.
- პლატფორმის მიმდინარე შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ცოდნა და შეთავაზების დიზაინის მათთან შესაბამისობაში მოყვანა — რა მიიღწევა არსებული კონფიგურაციით და რა საჭიროებს დამატებით განვითარებას.
- ტექნიკურ და პლატფორმის გუნდებთან ერთად განვითარების ბექლოგის პრიორიტეტიზაცია და დანერგვის ეტაპების დაგეგმვა.
- ვენდორული გადაწყვეტების (ლოიალობის პლატფორმა, კამპანიის მართვის ინსტრუმენტები) ბიზნეს-მხარის მართვა და მომწოდებელთან კომუნიკაცია.
გუნდის მართვა
- გუნდის დაკომპლექტება, ადაპტაცია, მიზნების დასახვა, შეფასება და განვითარება.
- სამუშაოს განაწილება სეგმენტებზე/კატეგორიებზე; ჩანაცვლებადობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველყოფა.
- გუნდის ჩართულობის, თანამშრომლობისა და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება.
რისკი, შესაბამისობა და პროცესი
- შეთავაზებების შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებელ მოთხოვნებთან, საგადახდო სისტემების წესებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან.
- საოპერაციო რისკების მინიმიზაცია: სარგებლის დარიცხვა-ანგარიშსწორება, პარტნიორთან ვალდებულებების აღრიცხვა, მომხმარებელთან კომუნიკაციის სიზუსტე.
- პროცესების დოკუმენტირება და მუდმივი გაუმჯობესება.
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 4–5 წლიანი გამოცდილება პროდუქტის ან შეთავაზების განვითარებაში, საბარათე ბიზნესში, ლოიალობაში, CVM-ში ან პარტნიორობების მიმართულებით.
- მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის ან გამოკვეთილი ლიდერული როლის გამოცდილება.
- მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზების დიზაინისა და დანერგვის გამოცდილება.
- კომერციული მოლაპარაკებებისა და პარტნიორობის მართვის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ბიზნეს-ქეისის აგების უნარი.
- ლოიალობისა და კამპანიის მართვის პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირებისა და დოკუმენტირების უნარი;
- პრიორიტეტიზაციისა და პარალელური ინიციატივების მართვის უნარი.
- ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენა კროს-ფუნქციურ გარემოში.
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BGhGy
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
ოპერატიული ზედამხედველობა,
უნივერსალური საბანკო მომსახურება,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
