დღეს - 01 ოქტ
სტარტი
კურიერი / აკუმულატორების მონტაჟის სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საკურიერო მომსახურება ავტო-მოტო ავტო-ელექტროობა/ტელემატიკა, ავტო-მოტო სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
Akumulatori.ge / Bestenergy აცხადებს ვაკანსიას კურიერის / აკუმულატორების მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.

შერჩეულ კანდიდატს ჩავუტარებთ სრულ ტრენინგს ჩვენს პროდუქციაზე, აკუმულატორების მონტაჟზე, სხვადასხვა ავტომობილის სპეციფიკაციაზე, ტესტერების, დამქოქების, სადიაგნოსტიკო მოწყობილობებისა და სხვა სამუშაო ინვენტარის გამოყენებაზე.

ყოველი შეკვეთის მიღებამდე თანამშრომელს ექნება მაქსიმალური ინფორმაცია კონკრეტული ავტომობილის შესახებ, რომელი აკუმულატორი ყენდება ავტომობილზე, სად არის განთავსებული, როგორ იცვლება და არის თუ არა საჭირო დამატებითი პროცედურა.

სამუშაო ტერიტორია: მხოლოდ თბილისი
საწყობის ლოკაცია: დიდი დიღომი
სამუშაო საათები: 13:00–21:00
ანაზღაურება: 2,000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე — ანაზღაურებადი

კომპანიის შესახებ
შპს ბესტენერჯი (akumulatori.ge) არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუშაობს აკუმულატორების მიმართულებით. ასევე საქართველოში შემოგვაქვს და ვანვითარებთ ამერიკული NOCO-ს პროდუქციას, დამქოქები, დამტენები, ლითიუმის აკუმულატორები, კომპრესორები და სხვა აქსესუარები, ასევე TOPDON-ის პროფესიონალურ საავტომობილო სადიაგნოსტიკო მოწყობილობებს, ტესტერებს, დამტენებსა და სხვა ტექნიკურ პროდუქციას.

Akumulatori.ge-ზე წარმოდგენილი გვაქვს ისეთი ცნობილის ბრენდების აკუმულატორები, როგორებიცაა Varta, Exide, Energizer, Macpower, Blizzaro, Autobat და სხვა.

კომპანია მუდმივად იზრდება და ემატება ახალი მიმართულებები და თანამშრომლები. შესაბამისად, გექნებათ შესაძლებლობა კომპანიის ზრდასთან ერთად კარიერულად გაიზარდოთ, აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და გადახვიდეთ უფრო მაღალ პოზიციაზე, რაც შესაბამისად აისახება ანაზღაურებაზეც.

ძირითადი მოვალეობები
  • აკუმულატორების მომხმარებელთან მიტანა
  • მომხმარებლის ავტომობილზე აკუმულატორის მოხსნა და ახლის მონტაჟი
  • აკუმულატორისა და ავტომობილის დამუხტვის სისტემის ტესტირება
  • განმუხტული აკუმულატორის მქონე ავტომობილის ადგილზე დაქოქვა
  • NOCO-ს, TOPDON-ისა და სხვა პროდუქციის მომხმარებელთან მიწოდება
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის სადიაგნოსტიკო კომპიუტერთან მუშაობა
  • ყველა მომსახურება და მიწოდება სრულდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

სამუშაო დატვირთვა
  • დღის განმავლობაში საშუალოდ მოსალოდნელია 3-დან 8 შეკვეთის შესრულება.
  • შეკვეთის მიღებისას თანამშრომელს წინასწარ ეცოდინება:
  • ავტომობილის მარკა და მოდელი
  • რომელი ტიპის აკუმულატორი უნდა დამონტაჟდეს
  • სად მდებარეობს ავტომობილში აკუმულატორი
  • როგორ ხდება მისი მოხსნა და მონტაჟი
  • კონკრეტულ ავტომობილზე საჭირო დამატებითი პროცედურები (ასიდან ერთ შეიძლება დაჭირდეს)

თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება
  • პროფესიონალური სამუშაო ხელსაწყოებით
  • აკუმულატორის ტესტერით
  • NOCO-ს პროფესიონალური დამქოქით
  • ავტომობილის სადიაგნოსტიკო კომპიუტერით
  • მონტაჟისთვის საჭირო ინვენტარით
  • საჭირო ტექნიკური ინფორმაციითა და ინსტრუქციებით

აუცილებელი მოთხოვნები
  • თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა
  • ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება
  • ავტომობილის ძირითადი ტექნიკური აგებულების ცოდნა
  • ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
  • ავტომობილის აკუმულატორის უსაფრთხოდ მოხსნისა და მონტაჟის უნარი
  • ტექნიკურ საკითხებში გარკვევის უნარი
  • პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მომხმარებლის ავტომობილთან მუშაობისას
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
  • ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება
  • საკუთარი ავტომობილის არსებობა
  • საკუთარი მოპედის / სკუტერის არსებობა
  • გლოვოს ან ვოლტის კურიერად მუშაობის გამოცდილება
  • ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება
  • აკუმულატორების მონტაჟის გამოცდილება
  • ავტომობილის დიაგნოსტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
  • ვეძებთ ადამიანს, რომელსაც ავტომობილები და ტექნიკა აინტერესებს, შეუძლია დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით მუშაობა და სურვილი აქვს, კომპანიასთან ერთად პროფესიულადაც გაიზარდოს.

ვაკანსიის ნახვას და სსივის გამოგზავნას შეძლებთ ჩვენს საიტზე: https://akumulatori.ge/vacancies/courier


გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საკურიერო მომსახურება
ავტო-მოტო
ავტო-ელექტროობა/ტელემატიკა,
ავტო-მოტო სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები