დღეს - 03 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები საბანკო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები საბანკოსხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სალაროს გამგე - წყალტუბოს ს/ც 1
ადგილმდებარეობა: წყალტუბოს სერვის ცენტრი #1,
მოქმედების ვადა: 21/09/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
სალაროს გამგის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
შენ, როგორც სალაროს გამგე:
- გააკონტროლებ საკასო ოპერაციებს;
- აწარმოებ კლიენტების ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურებს;
- აწარმოებ მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა და სხვადასხვა ფასეულობის მიღება-გაცემის ოპერაციებს;
- უზრუნველყოფ ფილიალის საცავსა და საღამოს სალაროს შორის ნაღდი ფულის მოძრაობასთან (სავანსო თანხების გაცემა და მიღება) დაკავშირებული პროცედურებს
- აწარმოებ სათავო ბანკის საცავიდან ნაღდი ფულით ფილიალისთვის სალაროს გამაგრების ოპერაციებს
- უზრუნველყოფ სალაროს ყოველდღიური ნაშთის ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- უზრუნველყოფ სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას და მათ სათანადო შენახვას;
- უზრუნველყოფ ფულის და სხვა ფასეულობების საცავში დადგენილი წესისამებრ შენახვას ;
- დადგენილი პერიოდულობით ან სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფ სალაროს ფასეულობის რევიზიისთვის აუცილებელ ღონისძიებებს;
- უზრუნველყოფ თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობას სალაროს გამართული ფუნქციონირებისთვის;
- ადეკვატურად და ოპერატიულად ირეაგირებ ოპერაციებში შცდომების ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში
კვალიფიკაცია
- აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო პროდუქტებისა და პროგრამების, ტარიფების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
- გაქვს ლიდერობის უნარი
- გაქვს გუნდის შეკვრის უნარი
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BHFY5
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
