დღეს - 07 ოქტ
ვიპ
პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბათუმი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
    გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური,თურქული
Medicana Health Group-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე
თბილისსა და ბათუმში.

ვეძებთ პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და პაციენტზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მათი მკურნალობის პროცესის კოორდინაციას საქართველოსა და თურქეთის კლინიკებს შორის.

ძირითადი მოვალეობები
  • პაციენტებთან პირველადი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, მოწესრიგება და შესაბამის ექიმებთან/კლინიკებთან გადაგზავნის კოორდინაცია;
  • თურქეთის კლინიკებთან, ექიმებთან და საერთაშორისო პაციენტების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • კონსულტაციების, კვლევებისა და მკურნალობის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის, პროფორმა ინვოისისა და სხვა საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • პაციენტის პროცესის მონიტორინგი პირველადი მომართვიდან მკურნალობის დასრულებამდე;
  • CRM სისტემაში პაციენტების მონაცემებისა და კომუნიკაციის სწორად წარმოება;
  • პაციენტის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა;
  • სამედიცინო და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სამედიცინო განათლება — აუცილებელია;
  • თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
  • თურქულ ენაზე სამედიცინო კომუნიკაციის თავისუფლად წარმოების უნარი — აუცილებელია;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
  • ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი ცოდნა;
  • სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა;
  • სამედიცინო ტურიზმის ან საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებთან და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

პიროვნული უნარები
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი,
  • ემპათიური და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა,
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • ორგანიზებულობა,
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ
  • ულიმიტო სატელეფონო/საკომუნიკაციო პაკეტს;
  • ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას — ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი / ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: ana.gavashelishvili@medicanainternational.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ:
Patient Relations Manager – Tbilisi ან Patient Relations Manager – Batumi.
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები