დღეს - 08 ოქტ
სტანდარტი
დისტანციური ღამის ოპერატორი
თბილისი
კომპანია
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.

რას მოიცავს პოზიცია?
  • შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
  • მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
  • შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
  • მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;

ვის ვეძებთ?
  • აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;
  • მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
  • ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.

ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.

სამუშაო პირობები
  • გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს
  • სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00–09:00 ან 17:00–07:00
  • ანაზღაურება: 800 ლარი.

ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
  • სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
  • დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header

გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები