დღეს - 10 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საცალო საბანკო მომსახურება, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
საცალო საბანკო მომსახურება, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: პროდუქტის მფლობელი - უზრუნველყოფილი სესხების მიმართულება
მოქმედების ვადა: 20/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 20/09/2026
დასაქმების ტიპი: მუდმივი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა
თიბისის, საცალო დაკრედიტების ლიგში ვეძებთ უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის მფლობელს!
პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნები უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტის სტრატეგიულ განვითარებაზე, პორტფელის ზრდასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო შეთავაზებების შექმნაზე. ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს, ტექნოლოგიურ და მხარდამჭერ გუნდებთან, რათა უზრუნველყო მიმართულების მდგრადი ზრდა, მაღალი ეფექტიანობა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება.
რას გააკეთებ
- მართავ უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პროდუქტს და განსაზღვრავ მისი განვითარების სტრატეგიას;
- განსაზღვრავ და განახორციელებ პორტფელის ზრდისა და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესების ინიციატივებს;
- გაანალიზებ პორტფელის შედეგებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს და გამოავლენ განვითარების შესაძლებლობებს;
- იზრუნებ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და პროდუქტის მუდმივ განვითარებაზე;
- ითანამშრომლებ ბიზნეს, ტექნოლოგიურ და სხვა შიდა გუნდებთან ახალი შესაძლებლობებისა და პროცესების განვითარების მიზნით;
- უზრუნველყოფ პროდუქტული ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობას და მათ ეფექტიან განხორციელებას.
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
- უზრუნველყოფილი სესხების პროდუქტების მართვის ან განვითარების გამოცდილება;
- საკრედიტო პროდუქტებისა და საცალო დაკრედიტების (Retail Lending) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- პროდუქტის, პორტფელის ან ბიზნეს მიმართულების მართვის გამოცდილება;
- მონაცემების ანალიზისა და მათზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
- ტექნოლოგიურ გუნდებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BNRww
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
საცალო საბანკო მომსახურება,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში