დღეს - 15 ოქტ
სტანდარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები), ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
  • წამყვანი პროფესორი – 1 ვაკანსია (მიმართულება: სტომატოლოგია)

მედიცინის ფაკულტეტი:
  • წამყვანი პროფესორი – 2 ვაკანსია (მიმართულება: ბიოსამედიცინო, კლინიკური)
  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია (მიმართულება: ჰემატოლოგია, გინეკოლოგია)
  • ასისტენტ-პროფესორი – 3 ვაკანსია (მიმართულება: გერიატრია, ბიოქიმია, კლინიკური რადიოლოგია)
  • ასისტენტი – 2 ვაკანსია (მიმართულება: შინაგანი დაავადებები, ტრავმატოლოგია-ორთოპედია)

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
  • წამყვანი პროფესორი – 1 ვაკანსია (მიმართულება: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია)

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი:
  • წამყვანი პროფესორი – 1 ვაკანსია (მიმართულება: მენეჯმენტი)

წამყვანი პროფესორი და ასოცირებული პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა 7 (შვიდი) წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი თანამდებობაზე აირჩევა 3 (სამი) წლის ვადით.

წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (ბოლო 5 წლის განმავლობაში წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
კლინიკური დისციპლინის/მიმართულების შემთხვევაში აგრეთვე აქვს ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია.
კლინიკური დისციპლინის/მიმართულების შემთხვევაში აგრეთვე აქვს ბოლო 3 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში კლინიკურ სპეციალობაში), რომელსაც აქვს კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
  • ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  • გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დ) პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება);
  • ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა (არსებობის შემთხვევაში).
  • ვ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (მოითხოვება წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე).
  • ზ) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • თ) შესაბამისი სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
  • ი) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
  • კ) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
  • ლ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
  • მ) კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში: კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
  • ნ) კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი კლინიკის ხელმძღვანელისაგან (დანართი 2), სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი.
  • ო) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ. ), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი გააფორმოს უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.

საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ დოკუმენტაციის შესწავლის და გასაუბრების საფუძველზე, რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2026 წლის 21 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე;

ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2026 წლის 02 ნოემბერს 1200 სთ.
გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 03 ნოემბერს 1200 სთ.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 04 ნოემბერს.

კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2026 წლის 05 ნოემბრის 1700 საათამდე;
2026 წლის 06 ნოემბერი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: https://geomedi.edu.ge/?p=9756
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები