დღეს - 22 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
„დეკა დეველოპმენტი“ ჯი თი სი ჯგუფის შვილობილი კომპანია რომელიც დაარსდა 2019 წელს, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: იურისტი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 2000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.dekadevelopment.ge
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: https://dekamanagementcompany.selfrecruit.ge/s/tLGjJ
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: იურისტი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 2000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო, ადმინისტრაციულ, მარეგისტრირებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
- დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დამუშავება და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა — ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და იურიდიული შეფასება;
- დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის სახელით მომზადებული/წარდგენილი დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული დასკვნების მომზადება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წერილების, განცხადებების, მოთხოვნების, პასუხებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის კორესპონდენციის მომზადება;
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და სისრულის კონტროლი;
- ჯგუფში შემავალი კომპანიების იურიდიული დოკუმენტაციის ადმინისტრირება, სისტემატიზაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობების, გადაწყვეტილებების, ოქმებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა და ელექტრონული და/ან ფიზიკური არქივის წარმოება;
- ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მოქმედების ვადების, განახლების/შეწყვეტის თარიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი ვადების კონტროლი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- იურიდიული დოკუმენტების შეთანხმებისა და ხელმოწერის პროცესის ადმინისტრირება და პროცესის დასრულებამდე მათი სტატუსების კონტროლი;
- კონტრაგენტებისგან მიღებული იურიდიული და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი აქტუალობის კონტროლი;
- იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ინფორმაციის მომზადება ხელშეკრულებების, იურიდიული დოკუმენტების, მნიშვნელოვანი ვადებისა და მიმდინარე საკითხების სტატუსის შესახებ;
- იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება პოზიციის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დეველოპმენტის, რეესტრში ან მერიაში მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს) ;
- საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის გამოცდილება;
- იურიდიული დოკუმენტაციის წარმოების, აღრიცხვისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და მარეგისტრირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების უნარი;
- სამუშაოს ორგანიზებისა და განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი;
- რამდენიმე მიმდინარე საკითხის პარალელურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.dekadevelopment.ge
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: https://dekamanagementcompany.selfrecruit.ge/s/tLGjJ
გისურვებთ წარმატებებს
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
