შემდეგი
დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
მექანიკოსი / შემფუთავ-დამფასოებელი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია წარმოება/ოპერაციები ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
შეფუთვა და კონტეინერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია წარმოება/ოპერაციებიხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
შეფუთვა და კონტეინერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული,რუსული,უკრაინული,ინგლისური
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:
მექანიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
- მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
- დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
- ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
- ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
- სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
- აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
- ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
- დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
- ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში);
ანაზღაურება: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იმ მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება ან დადასტურებული სამუშაო გამოცდილება განიხილება მაღალი ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის/სწავლების პერიოდში - 1850 ლარიდან ხელზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8,79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8,37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები