დღეს - 20 ოქტ
სტანდარტი
სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი
კასპის მუნიციპალიტეტი, კასპი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@gpp.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას „სასაწყობე მეურნეობის მენეჯერის“ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაოს აღწერა:
- სამაცივრე საწყობში პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და შესაბამის ადგილებზე განთავსება;
- პროდუქციის გადაადგილება საწყობის ტერიტორიაზე;
- პროდუქციის სწორად განლაგებისა და შენახვის წესების დაცვა;
- საწყობში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა;
- მიღებული და გასატანი პროდუქციის რაოდენობის შემოწმება;
- სამაცივრე კამერებში წესრიგისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების წესების, შესაბამისი ტემპერატურისა და საწყობის შიდა რეგულაციების დაცვა;
- საწყობში არსებული, მისაღები და გასაშვები ყუთების რაოდენობის აღირცხვა და კონტროლი;
- დიზელის ხარჯვის აღირცხვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ფოკუსირება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მართვა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 17:00 სთ; შაბათი: 09:00 – 13:00 სთ.
სამუშაო ადგილი - კასპი;
ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი 2026 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი პი პი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
