დღეს - 10 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,ქართული
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის როლზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,
ამ როლში შენ:
- შექმნი კრეატიულ მასალებს კამპანიების, ციფრული არხების, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის;
- მოამზადებ ვიზუალურ მასალებს ივენთების, სპონსორობების, აქტივაციებისა და პარტნიორობებისთვის;
- შექმნი პრეზენტაციის, ბეჭდურ და ბრენდირებულ მასალებს;
- მოარგებ კრეატიულ მასალებს სხვადასხვა ფორმატს, არხსა და კამპანიის საჭიროებებს;
- უზრუნველყოფ, რომ ყველა ნამუშევარი შეესაბამებოდეს ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ხარისხის სტანდარტებს;
- მხარს დაუჭერ მარკეტინგული ინიციატივების განხორციელებას ორგანიზაციის მასშტაბით
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
- გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) ან ანალოგიური პროგრამების ცოდნა;
- პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს გამოცდილებას სხვადასხვა ფორმატსა და არხზე მუშაობაში (ციფრული, ბეჭდური, სოციალური მედია);
- ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებთან მუშაობისა და ვიზუალური თანამიმდევრულობის დაცვის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდურ მუშაობის უნარი მარკეტინგის სხვადასხვა გუნდთან.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- ტელეკომის, ტექნოლოგიური ან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება;
გამოგვიგზავნე განაცხადი (რეზიუმესთან ერთად აუცილებელია პირადი პორტფოლიოს გაზიარება) და გახდი ჩვენი გუნდის წევრი: https://smrtr.io/C2d7F
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
პასუხისმგებლობას (Ownership)
საქმის ხახრისხიან შესრულებას
პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
დასახო ამბიციური მიზნები
თამამად გამოხატო შენი აზრი
ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
