დღეს - 24 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება, მარაგების მართვა/Inventory ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება, მარაგების მართვა/Inventory ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვამარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომარაგების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესების კონტროლი;
- იმპორტირებული პროდუქციისა და ადგილობრივი მომწოდებლების ყოველდღიური შეკვეთების მართვა და შესრულების კონტროლი;
- სააქციო შეკვეთების პროცესის მართვა, სააქციო მარაგების კონტროლი და პროდუქციის დროული მომარაგების უზრუნველყოფა;
- რეგულარული მომარაგების კონტროლი, შეფერხებების გამოვლენა და საკითხების მართვა მომწოდებლებთან, იმპორტიორ კომპანიასთან და კომერციულ დეპარტამენტთან;
- იმპორტირებული პროდუქციის საწყობში შენახვის ვადების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე განაწილების ინიცირება და ქსელთან კომუნიკაციის მართვა;
- იმპორტირებული პროდუქციის საჭირო რაოდენობების პროგნოზირება, შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
- ქსელში არსებული მარაგების, პროდუქციის განლაგებისა და ასორტიმენტის ანალიზი; კომერციული დეპარტამენტისთვის რეკომენდაციების მომზადება;
- KPI სისტემის მართვა, მაჩვენებლების ყოველდღიური და ყოველკვირეული კონტროლი და პრობლემების დროული ესკალაცია;
- მომწოდებლების მიხედვით შეკვეთისა და მიწოდების გრაფიკების მართვა და პროდუქციის მიღების დატვირთვის დაბალანსება;
- მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული პროექტების მართვა და შესრულების კონტროლი;
- პოზიციასთან დაკავშირებული სისტემური პროცესების გამართული მუშაობის კონტროლი;
- კომერციულ, ლოგისტიკისა და საოპერაციო დეპარტამენტებთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- მომარაგების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია SAP-ის ცოდნა;
- BI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების C2 დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- ბიზნეს პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნების უნარი და ამის საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/knP6BTFe
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების პროგნოზირება,
მარაგების მართვა/Inventory
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
