დღეს - 25 ოქტ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
წარმოება/ქარხნის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
წარმოება/ქარხნის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობასამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): სხვა
- ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “წარმოების ცვლის უფროსი“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა;
- დაგეგმოს და გააკონტროლოს მის ცვლაში მომუშავე პირთა საქმიანობა;
- უზრუნველყოს პროდუქციის დროული დამზადება / აღრიცხვა / დასაწყობება;
- არ დაუშვას ნედლეულის არამიზნობრივი ხარჯვა და წარმოებული პროდუქციის დაზიანება / დაკარგვა, მსგავსი ფაქტის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZJ9gNE3c
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
წარმოება/ქარხნის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
