დღეს - 28 ოქტ
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ზემო თელეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 592770570

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ინტრაკო ნუტრიშენი ცხოვლების საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • საწყობის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის მართვის უნარი.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის რაოდენობრივი კონტროლი.
  • საწყობის თანამშრომლების სათანადოდ მართვა დაკისრებული მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად.
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.
  • მარაგების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროულად აღმოფხვრა.
  • პერიოდული გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება.
  • საწყობის ახალი თანამშრომლების მუდმივი ძიება.
  • დისტრიბუციის მანქანების დროული დატვირთვა და გამზადება, რათა არ შეფერხდეს საოპერაციო პროცესები.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე.
  • სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი. (ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე).
  • თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურეობრივი ავტომობილი.
  • ანაზღაურება - 5000+ ლარი ბონუსების გათვალისწინებით, კადრის კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი სივი გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე - info@intraco.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები