დღეს - 29 ოქტ
სტარტი
მზის ელექტროსადგურის ოპერატორი / O&M
რუსთავი, ძველი რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995500500088

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა საკონტროლო პანელის ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ენერგეტიკა საკონტროლო პანელის ოპერაციები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, ელექტროენერგეტიკა, ელექტროობა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია , ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
  • ენები: ინგლისური,რუსული
ASTORIOS აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურის ოპერატორის (O&M) პოზიციაზე, რუსთავში მდებარე მზის ელექტროსადგურზე. სამუშაო სრულდება ცვლებში და მოიცავს სადგურის მონიტორინგს, ვიზუალურ შემოვლას და ანგარიშგებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • SCADA სისტემის საშუალებით სადგურის მუშაობის, წარმადობისა და განგაშის სიგნალების მონიტორინგი.
  • გაუმართაობის, განგაშის ან მუშაობის გადახრის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
  • თითოეულ ცვლაში სადგურის ტერიტორიის გეგმური ვიზუალური შემოვლა.
  • ცვლის ჟურნალების, საკონტროლო სიის და ანგარიშების შევსება, პროცედურების დაცვა და ცვლის სათანადო გადაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა პირდაპირ დაკავშირებულ ელექტროტექნიკურ სპეციალობაში სავალდებულოა.
  • მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ელექტრო, ინდუსტრიულ, ენერგეტიკის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში.
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და მონიტორინგის სისტემებთან და სტანდარტულ ანგარიშებთან მუშაობის უნარი. (გამოენებულ სპეციალურ პროგრამებთან მუშაობის ტრაინინგებს ჩაგიტარებთ კომპანია)
  • ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო სამუშაო ცოდნა.
  • პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული და ყურადღებიანი; ცვლებში, ობიექტზე მუშაობის შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ: HR@ASTORIOS.COM (სასურველია ინგლისურ ენოვანი)
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „მზის ელექტროსადგურის ოპერატორი (O&M)“.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ენერგეტიკა
საკონტროლო პანელის ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები