შემდეგი
დღეს - 16 ოქტ
სტანდარტი
შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: smshrservice8@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს „სპორტმშენსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N15ა, ოლიმპიური სასახლე.
ძირითადი მოვალეობები:
- განსახორციელებელი შესყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმებების მომზადება;
- საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და მასალის გამოთხოვა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
- სატენდერო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- სამსახურის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული ყველა დოკუმენტაციის განხილვა, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/ გაგზავნა/განთავსება;
- გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საჯარო სამსახურში, კერძოდ, შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
კომპეტენციები და უნარები:
- ინფორმაციის შეგროვება;
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე
ანაზღაურება შეთანხმებით.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: smshrservice8@gmail.com. რეზიუმეები მიიღება მ.წ. 15 ოქტომბრის ჩათვლით.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები