დღეს - 29 ოქტ
სტანდარტი
საწარმოს ყასაბი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, საირმე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.kikvidze@sairmeresort.ge
ტელეფონი: +995598006354
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება დასვენება და მოგზაურობარესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
შ.პ.ს. „საირმის საცხობი“ ეძებს მოტივირებულ, პროფესიონალ ენერგიულ, დისციპლინირებულ და შრომისმოყვარე საწარმოს თანამშრომლებს ხორცპროდუქტების საწარმოო ხაზზე სამუშაოდ. პოზიცია ითვალისწინებს საწარმოო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ფიზიკურ ჩართულობას და პროდუქციის დამზადების პროცესში უშუალო მონაწილეობას. თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის აღწერილობა
პოზიცია: საწარმოს ყასაბი (ხორცპროდუქტების საწარმო)
პოზიცია: საწარმოს ყასაბი (ხორცპროდუქტების საწარმო)
საორგანიზაციო დეტალები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00 დასვენების დღე შაბათი და კვირა
მდებარეობა: ბაღდათი კურორტი საირმე
მდებარეობა: ბაღდათი კურორტი საირმე
ჩვენი კომპანია ეძებს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ნედლეულის მიღება და მომზადება: შემოსული ხორცის ნედლეულის გადმოტვირთვა, დახარისხება, პირველადი დამუშავება და საწარმოო ხაზისთვის მომზადება მენეჯერისა და ტექნოლოგის მითითებების შესაბამისად.
- ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილეობა: ხორცპროდუქტების გადამუშავების პროცესში უშუალო ჩართულობა (ხორცის დანაწევრება, დაკეპვა, ფარშის მომზადება, ფორმირება, დამუშავება.
- საწარმოო დანადგარების მართვა: შესაბამისი აღჭურვილობის, დანადგარებისა და მექანიკური ხელსაწყოების უსაფრთხო, სწორი ექსპლუატაცია და მოვლა (ინსტრუქციების მკაცრი დაცვით).
- შესაფუთი და ეტიკეტირების სამუშაოები: მზა პროდუქციის აწონვა, დაფასოება, შესაფუთ მასალებში მოთავსება, ვარგისიანობის ვადის/ეტიკეტის მიკვრა და დასაწყობებისთვის მომზადება.
- სხვადასხვა კატეგორიის ნედლეულის დამუშავება: ხორცის გარდა, კვერცხის გარეცხვა-დეზინფექციის პროცესის წარმოება, ასევე ხილისა და ბოსტნეულის პირველადი დამუშავება, გარეცხვა, გაფცქვნა და დაჭრა დადგენილი ტექნოლოგიური და ჰიგიენური ინსტრუქციების ზუსტი დაცვით.
- HACCP და სანიტარული ნორმების დაცვა: სამუშაო ადგილზე, დანადგარებსა და ინვენტარზე სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა; პირადი ჰიგიენის სტანდარტების (სპეც-ტანსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანები) მკაცრი კონტროლი.
- მენეჯერის დავალებების შესრულება: წარმოების მენეჯერის მიერ მიცემული ყოველდღიური საწარმოო გეგმებისა და ოპერატიული დავალებების დროული, ხარისხიანი შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები
- ფიზიკური გამძლეობა: ფიზიკური მუშაობის, დატვირთვისა და საწარმოო გარემოსთვის (მათ შორის, სპეციფიკური ტემპერატურული რეჟიმის მქონე ცივ სივრცეებში) მუშაობის უნარი და მზაობა.
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა: სამუშაო გრაფიკის, შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მკაცრი და სტაბილური დაცვა.
- გუნდური მუშაობის უნარი: სხვა თანამშრომლებთან და წარმოების მენეჯერთან ეფექტური.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: პროდუქტის ვიზუალურ ხარისხზე, შეფუთვის სისწორესა და სისუფთავეზე ყურადღების გამახვილების უნარი.
- სამუშაო გამოცდილება (პლუსად ჩაითვლება): კვების ინდუსტრიაში, სასურველია ხორცპროდუქტების ან ნახევარფაბრიკატების საწარმოში მუშაობის თუნდაც მინიმალური გამოცდილება.
- სავალდებულო პირობა: ჯანმრთელობის ცნობის (ე.წ. სანიტარული წიგნაკი) ქონა ან დასაქმებისას მისი დამზადების მზაობა.
კომპანიის ბენეფიტები:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
- სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
- კვება უფასო
- ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ
- დაზღვევა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995598006354 სათაურის ველში მიუთითეთ: საწარმოს ყასაბი (ხორცპროდუქტების საწარმო)
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
