დღეს - 29 ოქტ
სტანდარტი
კოსტ-კონტროლერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: L.Trapaidze@sairmebakery.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
- ენები: ქართული
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კოსტ-კონტროლერი
სამუშაო-აღწერილობა
კომპანიის ბენეფიტები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:L.Trapaidze@sairmebakery.ge
სამუშაო-აღწერილობა
- საცხობი დეპარტამენტში ნედლეულის (ფქვილი, შაქარი, კარაქი, საფუარი და სხვა ინგრედიენტები) მიღების, აღრიცხვისა და ხარჯვის კონტროლი.
- პროდუქციის თვითღირებულების დათვლა თითოეულ დასახელებაზე (პური, საკონდიტრო ნაწარმი და სხვ.).
- რეცეპტურების (recipe card) შესაბამისად ნედლეულის მოხმარების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი.
- საწყობში არსებული მარაგების ყოველდღიური/პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და შედეგების შედარება ბუღალტრულ მონაცემებთან.
- ნორმებზე გადაჭარბებული ხარჯების გამოვლენა და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა.
- ნედლეულის დანაკარგების, ჩამოწერების და ნარჩენების კონტროლი და დოკუმენტურად გაფორმება.
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისი, ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი) შემოწმება და შესაბამისი აღრიცხვა.
- საცხობი დეპარტამენტის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება.
- ყოველდღიური, კვირეული და თვიური კოსტ-რეპორტების მომზადება და წარდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან.
- შიდა კონტროლის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა.
- თანამშრომლობა საცხობი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან წარმოების დაგეგმვისა და ნედლეულის სწორად განაწილების მიზნით.
- სანიტარული და ხარისხის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი.
კომპანიის ბენეფიტები:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
- სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
საორგანიზაციო დეტალები :
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00 დასვენების დღე შაბათი და კვირა
მდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:L.Trapaidze@sairmebakery.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: კოსტ-კონტროლერი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
