დღეს - 16 ოქტ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,ქართული
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯიაიჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანი:
- კომპანიის უძრავი ქონების (საოფისე, სასაწყობე და სამაცივრე ფართების) სრულყოფილი სამართლებრივი უზრუნველყოფა
- საოფისე, სასაწყობე და სამაცივრე ფართების იჯარის/ქვეიჯარის სტანდარტული და ინდივიდუალური ხელშეკრულებების შემუშავება და განახლება;
- მოიჯარეებთან მუდმივი კომუნიკაცია ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
- საჭიროების შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- დებიტორული დავალიანებების შესახებ გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილების შემუშავება და მოიჯარეებისთვის გაგზავნა;
- იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, ფართის გათავისუფლების სამართლებრივი პროცედურების მართვა;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წესრიგში ყოფნის უზრუნველყოფა (საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადასტრო გეგმები, იპოთეკები/ყადაღები და ა.შ.);
- საჭიროების შესაბამისად სამეწარმეო და საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;
- კომპანიის შიდა ბრძანებების, წესდების, ოქმებისა და მინდობილობების მომზადება;
- მომწოდებლებთან, სერვის-პროვაიდერებთან შესყიდვების ხელშეკრულებების ექსპერტიზა;
- საჭიროების შესაბამისად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ყოველდღიური იურიდიული კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი იურიდიული განათლება;
- გამოცდილება - მინიმუმ ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება უძრავი ქონების, იჯარის ან სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; (ქირავნობა/იჯარა);
- სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონმდებლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
კომპიუტერული პროგრამები:
- MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი თვითორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
მდებარეობა: თბილისი, რ. აგლაძის #32.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქინვესტის“ (ს/კ: 205175004) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-nzcwL9
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16.10.2026
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში