შემდეგი
დღეს - 30 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე, სანიტარია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- პაციენტის თერმომეტრიზაცია, წონა/სიმაღლის განსაზღვრა, მონიტორინგი (წნევა, პულსი);
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა, საწოლისა და თეთრეულის მოწესრიგება;
- ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სხვა უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სიახლეების ათვისების უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://guli.selfrecruit.ge/s/tDGr
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
საექთნო საქმე,
სანიტარია
ნახვები
უნიკალური ნახვები