დღეს - 30 ოქტ
სტანდარტი
სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: auditescort.jobs@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 10 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ქართული
შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, სამშენებლო პროექტებისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების სფეროში მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაცია, აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება ინსპექტირების დავალების ფარგლებში;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და დადგენილ მოთხოვნებთან;
- სამუშაოების მიმდინარეობის, გამოყენებული მასალებისა და შესრულებული მოცულობების შემოწმება დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- გამოვლენილი შეუსაბამობების დოკუმენტირება, ინსპექტირების ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება;
- დამკვეთთან, საპროექტო ორგანიზაციასთან და მშენებელთან პროფესიული კომუნიკაცია ინსპექტირების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი სამშენებლო სპეციალობით (ინჟინერ-მშენებელი): მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის დიპლომთან კანონით გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება საპროექტო დოკუმენტაციის ან/და ხარჯთაღრიცხვების შედგენის, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში;
- სამშენებლო პროექტების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ინსპექტირების შედეგების მკაფიოდ და დასაბუთებულად დოკუმენტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ობიექტურობა და დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- უპირატესობად ჩაითვლება ინსპექტირების ორგანოში მუშაობის გამოცდილება და ISO/IEC 17020-ის მოთხოვნების ცოდნა.
- განათლების მოთხოვნის მიზნებისთვის, მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულად განიხილება 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული შესაბამისი დოკუმენტიც, მათ შორის შესაბამისი ოთხწლიანი პროგრამის დიპლომი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი და მიმდინარე პროექტების ობიექტები;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება (ხელზე ასაღები): ფიქსირებული ხელფასი — არანაკლებ 2 000 ლარი თვეში. ბონუსის მიღების შემთხვევაში, სავარაუდო ჯამური თვიური ანაზღაურება შეადგენს 3 000–3500 ლარს.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: auditescort.jobs@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი“. გთხოვთ, CV-ში ასახოთ განათლება, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და შესრულებული პროექტები.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
