დღეს - 31 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
- საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება,
- რისკის შეფასება;
- კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
- მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
- რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel");
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
- ანაზღაურება: 2500 ლარი (GROSS)
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/lHGOc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
