დღეს - 01 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ინკასაცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900(+ ბონუსი 600 )
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი;
რას გააკეთებ:
- გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს;
- სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას;
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ყოველთვიურ ბონუსს (600 ლარამდე);
- ანაზღაურება- 900 ლარი (ბონუსის გარეშე).
დამატებითი მოთხოვნები:
- უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი);
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t74HvR1d
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ინკასაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
