დღეს - 31 ოქტ
ვიპ
მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი
თბილისი, ისანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment-geo@maf.ae
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაპროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების სპეციალისტის პოზიციაზე.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია - თბილისი, ისანი (კარფურის სათავო ოფისი)
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები
- პოზიციის ფარგლებში კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება როგორც ATL, ისე BTL კამპანიების დაგეგმვასა და მართვაზე. როლი მოიცავს ციფრული და არაციფრული პროექტების სრულ ციკლში აქტიურ მონაწილეობას — იდეის განვითარებიდან განხორციელებამდე და შედეგების შეფასებამდე — ასევე ეფექტიან თანამშრომლობას როგორც კომპანიის შიდა გუნდებთან, ისე გარე პარტნიორებთან.
- ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინებით, მარკეტინგული და საკომუნიკაციო მიმართულებების დაგეგმვასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- მომხმარებლის, ბაზრისა და ინდუსტრიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და მიღებული ინსაითების საფუძველზე ახალი იდეებისა და ინიციატივების განვითარება;
- მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა, განახლება და შესრულების კონტროლი;
- კამპანიებისა და პროექტების სტრატეგიული ბრიფების მომზადება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა შიდა და გარე რესურსების ჩართულობით;
- სხვადასხვა მასშტაბის პროექტების სრულად მართვა — დაგეგმვა, ვადების განსაზღვრა, ბიუჯეტის კონტროლი, რესურსების მობილიზება, კოორდინაცია, განხორციელების მონიტორინგი და საბოლოო შედეგების შეფასება;
- სააგენტოებთან, მედია პარტნიორებთან, ინფლუენსერებთან, content creators-თან და სხვა გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- დასრულებული პროექტების შედეგების შეფასება მონაცემებისა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, რეპორტინგი შესაბამის გუნდებთან და უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ძირითადი უნარები:
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- პროექტების დაგეგმვისა და მართვის მეთოდოლოგიებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
- სტრატეგიული ხედვა და ძლიერი ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი;
- ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები და ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება;
- გუნდზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად, დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღება, დროის ეფექტიანი მართვა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
- დავალებების ეფექტიანი გადანაწილებისა და დელეგირების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@maf.ae
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგული პროექტების სპეციალისტის წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს“ (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ „კარფურის“ პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform https://privacy-center.majidalfuttaim.com/client/9dbce182-3ec8-44db-b76e-3e58365b528f?lang=EN&country=UAE#/exercise-your-rights ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@maf.ae განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით(მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგის მენეჯმენტი,
მარკეტინგის ანალიტიკა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
