დღეს - 31 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995595089796

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
BMS ეძებს ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და განვითარებაზე მოტივირებულ ადამიანს ქსელური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გაქვს გაყიდვებში გამოცდილება, კარგად გამოგდის მოლაპარაკება, ანალიზი და პარტნიორებთან ურთიერთობა და გინდა იმუშაო დინამიკურ გარემოში გელოდებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელური მიმართულების გაყიდვების გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
  • პარტნიორი კომპანიებისა და სავაჭრო ობიექტების ბრუნვის, გაყიდვებისა და ძირითადი პროდუქტების ანალიზი;
  • ქსელურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების მართვა;
  • შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • აქციებისა და პრომოაქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
  • გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
  • დაქვემდებარებული მერჩენდაიზერის საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და შეფასება;
  • გუნდისთვის მიზნების დასახვა, მხარდაჭერა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში;
  • მოლაპარაკებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგებზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N64
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + საბონუსე)
  • დაქვემდებარება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

დაქვემდებარებული პოზიცია: მერჩენდაიზერი

თუ გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი და შენი გამოცდილებით ხელი შეუწყო ქსელური მიმართულების განვითარებას, გამოგვიგზავნე შენი CV: career@bms.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595089796
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები