დღეს - 31 ოქტ
სტანდარტი
უფროსი რისკების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 7 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - უფროსი რისკების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა
ადგილმდებარეობა: სათაო / კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი
მოქმედების ვადა: 18/10/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო / კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი
მოქმედების ვადა: 18/10/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- ბანკის კორპორატიული მსესხებლების ფინანსური უწყისების ანალიზი, საკრედიტო პროექტის განხილვა, ანალიზი, რისკების შეფასება
- განხილულ საკრედიტო პროექტზე რისკების დასკვნის მომზადება
- ბანკის საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და წარმოდგენილ საკრედიტო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
- არსებული პორტფელის მართვა, არსებული მსესხებლების შეფასება და შიდა ინსტრუქციით რეზერვირება;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისთვის საჭირო ანგარიშგებებით მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება
- არსებული საკრედიტო პორტფელის მართვა, მსესხებლების ფინანსური მონიტორინგების გაცნობა, შეფასება და ანალიზი
- განყოფილებისთვის შიდა ანგარიშგებების წარმოება
- საკრედიტო პორტფელის ანალიზი;
- პორტფელური ანალიზის პრეზენტაციების მომზადება
- რისკების განყოფილების განვითარების მიზნით სტრატეგიული პროექტების ინიცირება და მართვა
- დაკავშირებული განყოფილებების განვითარების მიზნით, სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
- ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
- სხვადასხვა ტიპი ანგარიშგებებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება, რეპორტის მომზადება
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
- მაგისტრატურის განათლება ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
- ფინანსური მიმართულებით დამატებითი განათლება (CFA, ACCA და სხვ. პროგრამებზე სწავლა, მონაწილეობა) ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
- ფინანსურ სფეროში მუშობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსურ უწყისებთანპრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება და ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ყოველდღიური მოვალეობების მიღმა ფიქრის უნარი და განყოფილების განვითარებისთვის სტრატეგიული ამოცანების ინიცირება და მართვა
- ლოგიკური აზროვნების უნარი, სტრესულ გარემოში ადაპტირების საშუალება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი/ შესაძლებლობა.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად
უნარები
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ინიციატიურობა
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C95CR
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა,
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
