დღეს - 04 ნოე
სტანდარტი
კონსულტანტი
თბილისი
კულინარია #7
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800 - 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, არასრული საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კაფეტერია კულინარია #7- აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლიანი – ეს სამსახური შენთვისაა!
სამუშაო სრულად მორგებულია სტუდენტებზე და მათ გრაფიკზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების კონსულტაცია მენიუში წარმოდგენილი კერძების შესახებ.
  • მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიცემა მათი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
  • შეკვეთების სწორად მიღება და დამუშავება
  • სუფთა, კომფორტული და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი და პრობლემების სწრაფად მოგვარება
  • გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

სამუშაო საათები: ცვლიანობის განრიგი. მორგებულია სტუდენტების გრაფიკზეც.
ანაზღაურება: დამოკიდებულია ცვლიანობის განრიგზე (800-1200) ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე hr@novator.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები