დღეს - 04 ნოე
სტანდარტი
შემომყვანი ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: excursions@travelvibes.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ტურისტული კომპანია Travel Vibes ეძებს შემომყვანი ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერს, სრული განაკვეთით.
თუ გიყვართ ტურიზმი, ორგანიზება და ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოში ტრანსპორტის მომწოდებლებთან, გიდებთან, მუზეუმებთან და რესტორნებთან კომუნიკაცია;
- ტურებისთვის შესაბამისი სერვისების დაგეგმვა, დაჯავშნა და კოორდინაცია;
- ტურის საოპერაციო დეტალების მართვა და მომსახურების დროული შესრულების კონტროლი;
- მომწოდებლებისთვის მარშრუტების, განრიგისა და სტუმრების მოთხოვნების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- ტურის მიმდინარეობისას ცვლილებებზე რეაგირება და მიმდინარე საკითხების მოგვარება;
- კომპანიის სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
სასურველი გამოცდილება და უნარები:
- ტურიზმის სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს ტურისტული მიმართულებებისა და მარშრუტების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: excursions@travelvibes.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: „ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერი“
ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები
ნახვები
უნიკალური ნახვები
