დღეს - 06 ნოე
სტანდარტი
საკვები დანამატების მცირე წონების შემრევი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ცხოველთა საკვები დანამატების ,,მცირე წონების’’ შემრევის პოზიციაზე.
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი გრაფიკი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (თვეში საშუალოდ 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას)
კვება: კვებას უზრუნველყოფს კომპანია
ძირითადი მოვალეობები:
- ცხოველთა საკვები დანამატების აწონვა და ერთმანეთში შერევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- მათემატიკური უნარ-ჩვევები.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამსრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 07 ნოემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
