დღეს - 05 ნოე
სტანდარტი
E-commerce სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ელექტრონული კომერციის მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები ონლაინ მედია პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები, AI ხელოვნური ინტელექტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,ქართული
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „ბიუთი ბარი“ 5 წელზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს 500-ზე მეტი დასახელების კორეული თავის მოვლის პროდუქტს. აქ შეხვდები კორეული კოსმეტიკის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას E-commerce სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გიყვარს ონლაინ სივრცე, ორგანიზებულობა და გსურს განვითარდე სწრაფად მზარდ K-beauty ბრენდთან ერთად — გელოდებით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ვებ-გვერდის ყოველდღიური მართვა – სიახლეებისა და ფასდაკლებების დროული ასახვა.
  • პროდუქტების კატეგორიებად დახარისხება და კატეგორიების/კოლექციების სისტემატიზაცია.
  • ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მართვა: პროდუქტის ფოტოებისა და ბანერების განთავსება ვებ-გვერდსა და მარკეტპლეისებზე.
  • პროდუქტების ტექსტური აღწერილობების მომზადება, თარგმნა და განახლება.
  • მთავარი გვერდისა და კატეგორიის გვერდების ვიზუალური მოწესრიგება, სეზონურ აქციებზე მორგებით.
  • პროდუქტების ატვირთვა, განახლება და კორექტირება.
  • მარაგების მართვა და ამოწურული პროდუქტების დროული აღნიშვნა.
  • Extra, Wolt-ისა და Glovo-ს პლატფორმებზე მაღაზიის სრული მართვა: პროდუქტების განთავსება, ასორტიმენტის განახლება, ფასების სინქრონიზაცია და აქციების გააქტიურება.
  • შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების (დაგვიანება, საჩივარი, პრობლემური შეკვეთა) დროული მოგვარება კურიერებთან/მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციით.
  • E-commerce პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების გაფორმება.
  • ყველა პლატფორმაზე ინფორმაციის ერთგვაროვნების უზრუნველყოფა (ფასები, მარაგები, აღწერილობები, სურათები).
  • ტრენდების და სიახლეების მუდმივი კონტროლი და დანერგვა ბრენდთან მიმართებაში.
  • ახალი იდეების შემოთავაზება, განხილვა და განხორციელება.
  • მარკეტინგის, საწყობისა და კურიერის სამსახურთან ყოველდღიური კოორდინაცია ვებ-გვერდისა და მარკეტფლეისების გამართული მუშაობისთვის.
  • გაყიდვების, მარაგებისა და პლატფორმების საერთო შედეგების პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის.
  • ახალი აქციების, ფასდაკლებებისა და პრომოკოდების საიტსა და მარკეტფლეისებზე დროული აქტივაცია.
  • CRM-ის მართვა. ახალი მომხმარებლების დამატება ვებ-გვერდზე.
  • სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია.
  • ელ-ფოსტაზე შემოსული შეტყობინებების დახარისხება და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება.
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Shopify-ს პლათფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება;
  • საკითხების მოკვლევა , ინფორმაციის გადამოწმება და დანერგვა;
  • Ms Office პროგრამების ცოდნა;
  • Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე (აუცილებელი);
  • Canva-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროაქტიული.

ბენეფიტები:
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-მისამართზე: info@beautybar.ge
სათაურის ველში მიუთითეთ "E-commerce სპეციალისტი"
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ელექტრონული კომერციის მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები