შემდეგი
დღეს - 05 ნოე
სტანდარტი
E-commerce სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@beautybar.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ელექტრონული კომერციის მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
ონლაინ მედია პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები, AI ხელოვნური ინტელექტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „ბიუთი ბარი“ 5 წელზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს 500-ზე მეტი დასახელების კორეული თავის მოვლის პროდუქტს. აქ შეხვდები კორეული კოსმეტიკის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას E-commerce სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გიყვარს ონლაინ სივრცე, ორგანიზებულობა და გსურს განვითარდე სწრაფად მზარდ K-beauty ბრენდთან ერთად — გელოდებით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბენეფიტები:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას E-commerce სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გიყვარს ონლაინ სივრცე, ორგანიზებულობა და გსურს განვითარდე სწრაფად მზარდ K-beauty ბრენდთან ერთად — გელოდებით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვებ-გვერდის ყოველდღიური მართვა – სიახლეებისა და ფასდაკლებების დროული ასახვა.
- პროდუქტების კატეგორიებად დახარისხება და კატეგორიების/კოლექციების სისტემატიზაცია.
- ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მართვა: პროდუქტის ფოტოებისა და ბანერების განთავსება ვებ-გვერდსა და მარკეტპლეისებზე.
- პროდუქტების ტექსტური აღწერილობების მომზადება, თარგმნა და განახლება.
- მთავარი გვერდისა და კატეგორიის გვერდების ვიზუალური მოწესრიგება, სეზონურ აქციებზე მორგებით.
- პროდუქტების ატვირთვა, განახლება და კორექტირება.
- მარაგების მართვა და ამოწურული პროდუქტების დროული აღნიშვნა.
- Extra, Wolt-ისა და Glovo-ს პლატფორმებზე მაღაზიის სრული მართვა: პროდუქტების განთავსება, ასორტიმენტის განახლება, ფასების სინქრონიზაცია და აქციების გააქტიურება.
- შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების (დაგვიანება, საჩივარი, პრობლემური შეკვეთა) დროული მოგვარება კურიერებთან/მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციით.
- E-commerce პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების გაფორმება.
- ყველა პლატფორმაზე ინფორმაციის ერთგვაროვნების უზრუნველყოფა (ფასები, მარაგები, აღწერილობები, სურათები).
- ტრენდების და სიახლეების მუდმივი კონტროლი და დანერგვა ბრენდთან მიმართებაში.
- ახალი იდეების შემოთავაზება, განხილვა და განხორციელება.
- მარკეტინგის, საწყობისა და კურიერის სამსახურთან ყოველდღიური კოორდინაცია ვებ-გვერდისა და მარკეტფლეისების გამართული მუშაობისთვის.
- გაყიდვების, მარაგებისა და პლატფორმების საერთო შედეგების პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის.
- ახალი აქციების, ფასდაკლებებისა და პრომოკოდების საიტსა და მარკეტფლეისებზე დროული აქტივაცია.
- CRM-ის მართვა. ახალი მომხმარებლების დამატება ვებ-გვერდზე.
- სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია.
- ელ-ფოსტაზე შემოსული შეტყობინებების დახარისხება და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება.
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Shopify-ს პლათფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება;
- საკითხების მოკვლევა , ინფორმაციის გადამოწმება და დანერგვა;
- Ms Office პროგრამების ცოდნა;
- Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე (აუცილებელი);
- Canva-ში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროაქტიული.
ბენეფიტები:
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მზარდი შრომითი ანაზღაურება;
- კომფორტული სამუშაო გარემო.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-მისამართზე: info@beautybar.ge
სათაურის ველში მიუთითეთ "E-commerce სპეციალისტი"
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ელექტრონული კომერციის მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები